საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე სხდომის დელეგატებს დღეს შალვა პაპუაშვილი მიმართავს

 შალვა პაპუაშვილი

საქართველო PABSEC-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. 6 თვით პოსტის გადმობარების ოფიციალური ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქში რამდენიმე საათში დაიწყება.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე სხდომაში საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. სხდომაზე დღესვე დელეგატებს სიტყვით მიმართავს შალვა პაპუაშვილი.

ცნობილია, რომ ის აქცენტს დაკავშირებადობის აქტუალობაზეგააკეთებს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელზე. საუბარი იქნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებაზე. ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრებიც.