საქართველო განაგრძობს სუვერენიტეტის განმტკიცებას და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, რაც უაღესად დასაფასებელია -ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ რიჟენკოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული წარსული და რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილი გულწრფელ პატივისცემას იმსახურებს.

საქართველო განაგრძობს სუვერენიტეტის განმტკიცებას და თანმიმდევრულ ძალისხმევას მიმართავს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის მისაღწევად, რაც უაღესად დასაფასებელია. მსოფლიოში თავისი პოზიციის განმტკიცებასთან ერთად, თქვენი ქვეყანა, ნდობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ავითარებს.

ამ ღირსშესანიშნავ დღეს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო სხვადასხვა სფეროში ბელარუსსა და საქართველოს შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელობა.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, ისევე როგორც ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული კონტაქტების გაძლიერება და საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთდახმარება სრულად ემსახურება ბელარუსისა და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

თქვენო აღმატებულებავ, ამ საზეიმო დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდ შემოქმედებით ენერგიას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“, - აღნიშნულია მაქსიმ რიჟენკოვის მისალოც წერილში.