საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით პირველ სხდომას გამართავს - მონაწილეებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს

მაკა ბოჭორიშვილი

 საქართველო დღეს ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით პირველ სხდომას გამართავს.

ვენაში დაგეგმილ გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარსდგება.

ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს. საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა და ამ პოზიციას სექტემბრამდე შეინარჩუნებს, რის შემდეგაც მას გაერთიანებული სამეფო ჩაანაცვლებს.