ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043
ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას აზიარებს.
„საქართველო ძალიან ღირებული პარტნიორია. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და უსაფრთხოების ზომები, უცხოური ჩარევისგან თავისუფლად“, – წერს კოლომინა.
Georgia is a very valued partner. @NATO supports the sovereignty and territorial integrity of 🇬🇪 and its Euro Atlantic aspirations. Every country has the right to choose its own path and security arrangements free from foreign interference https://t.co/7NhDClvCt3
— Javier Colomina (@JavierColominaP) January 26, 2022
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043