სანამ იარსებებს ასეთი ტიპის ორგანიზაცია, რასაც ქვია "ნაცმოძრაობა" თავის ავან-ჩავან პარტიებთან თუ NGO-ებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის ასეთი ჯანჯღარი იქნება - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

მიზანი ყოველთვის არის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინება, შეურაცხყოფის მიყენება, იქ მომუშავე ადამიანების და თანამდებობის პირების ბულინგი - ასე აფასებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი "ტვ პირველის" საქმიანობას და 4 ოქტომბრის საქმის პროკურორზე გაკეთებულ სიუჟეტს.

მაჭარაშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" და მათი ვითომ ობიექტური ტელევიზიების მიზანი, ქვეყნის ჯანჯღარია.

"მიზანი არის ყოველთვის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დაკნინება, შეურაცხყოფის მიყენება, იქ მომუშავე ადამიანების და თანამდებობის პირების ბულინგი და ა.შ. სამწუხაროდ, ეს არის "ნაცმოძრაობის" და მათი ვითომ ობიექტური ტელევიზიების მიზანი. ყოველთვის ასე იყო და ასე არის. შესაბამისად, ეს ვნახეთ კიდეც პროკურატურის განცხადებაში, რაც იყო გამოხმაურება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ის რეალობა, რასაც ყოველთვის ვამბობთ, რომ მანამ სანამ იარსებებს ასეთი ტიპის ორგანიზაცია, რასაც ქვია "ნაცმოძრაობა" თავის ავან-ჩავან პარტიებთან თუ NGO-ებთან ერთად, ქვეყანაში ყოველთვის ასეთი ჯანჯღარი იქნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.