რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობა კომიტეტების წევრებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე შუა დერეფნის განვითარების საკითხს.
„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, და ასევე დღის განმავლობაში შევხვდი რენდი ფაინს, მაიკ ტერნერს, რაიან ცინკესა და ანა პაულინა ლუნას. საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები იყო, ამ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა; ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე მივიღეთ ინფორმაცია კონგრესმენებისგან ირანში მიმდინარე მოვლენებზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბარი და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვს, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენ ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“, - აცხადებს სამხარაძე.