"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნებმა" (ISFED), 2019-2025 წლებში, "ქართული ოცნების" მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების მიხედვით კვლევა მოამზადა ონლაინ მედიების დაფინანსების შესახებ.
კვლევის მიხედვით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" ონლაინ მედიის 22 კომპანიას/ორგანიზაციას ჯამში 1,503,708 ლარი გადაუხადა. წარმოდგენილია შესაბამისი სქემაც.
სქემაზე დატანილია ინფორმაცია, რომ "პრაიმ ტაიმმა" 222 618 ათასი ლარი მიიღო. ორგანიზაცია მანიპულაციურად ცდილობს, რომ მკითხველში წარმოაჩინის, თითქოს ეს თანხა "პრაიმ ტაიმმა" ერთჯერადად მიიღო. რეალურად, საუბარია პოლიტიკურ რეკლამაზე, რომელიც არაერთ მედიასაშუალებაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. თანხა, რომელსაც ორგანიზაცია ასახელებს არის 6 წლის ჯამური შემოსავალი, რაც თვეში 3092 ლარია.
"პრაიმ ტაიმს" მსგავსი ტიპის შემოსავალი მიღებული აქვს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებისგან.
ინფორმაციისთვის, "პრაიმ ტაიმი" ქართული მედიების სარეიტინგო ცხრილში, რომელიც top.ge-ზე ყოველდღიურად ახლდება, მუდმივად, პირველ, ან მეორე ადგილზეა. შესაბამისად, საიტზე პოლიტიკური, თუ კომერციული რეკლამების გავრცელება ხდება შესაბამისი ტარიფით.