"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
„ჩაუვარდათ რევოლუციის მომდევნო სცენარი. სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი და ურჩევნიათ, რომ კონტროლის ქვეშ მყოფი გახარიას 12 წევრი ჰყავდეთ პარლამენტში, რათა ეს კარტებიც არ გადაყარონ, მათი მესიჯბოქსი გააჟღერონ უკვე პარლამენტიდან“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და ამით არაფერი გამოუვიდათ.
„ისინი სერიოზული ბულინგის მსხვერპლი არიან და რაღაცით თავი უნდა გაიმართლონ. ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და ამით არაფერი გამოუვიდათ. ვერანაირ კომპრომისზე „ქართული ოცნება“ ვერ წაიყვანეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ ნახეს, რომ ჩაუვარდათ რევოლუციის მომდევნო და მორიგი სცენარი. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი და ურჩევნიათ, რომ თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ბატონი გახარიას 12 წევრი ჰყავდეთ პარლამენტში, რათა ეს კარტებიც არ გადაყარონ და შესაბამისად, მათი მესიჯბოქსი გააჟღერონ უკვე პარლამენტიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გახარიას პარტია თავის მართლებას განაგრძობს. პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ, მათ მიერ პარლამენტის არალეგიტიმურობაზე გაკეთებული განცხადებების ფონზე, უხერხული მდგომარეობა შექმნა. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი კი სოფო ხორგუანმა მოძებნა და თქვა, რომ პარლამენტში ლეგიტიმური მხოლოდ მათი რვა პროცენტია, დანარჩენი კი არა. გახარიას პარტიამ შესაბამისი პროცედურების გავლა უკვე დაიწყო. პარლამენტში იმყოფებოდა შალვა კერესელიძე.