საკუთარი თავის არსებობის გასამართლებლად სჭირდებათ, გამოვიდნენ და რაღაც "უწყვეტი", 677-ე დღე ჩაატარონ... ზუსტად ასეთია ფსევდორელიგიური სექტების დამახასიათებელი იდეოლოგია - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

პროტესტიდან სექტამდე, როცა რიტუალი თვითმიზნად იქცა, - თემაზე, პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ ჯგუფმა, რომელიც გარე ძალების დავალებით თბილისში ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს მართავს, სექტის სახე მიიღო.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ უწყვეტი პროტესტის ფსევდორელიგიურ სექტად ქცეული ფორმატი ამ ჯგუფებისთვის საკუთარი არსებობის თვითგამართლების ერთადერთ გზას წარმოადგენს.

"არიან ისეთ მდგომარეობაში ჩაცვენილები, რომ საკუთარი თავის არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ, რომ გამოვიდნენ და რაღაც "უწყვეტი", მაგალითად, 677-ე დღე ჩაატარონ. ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული. ზუსტად ასეთია ფსევდორელიგიური სექტების ხშირად დამახასიათებელი იდეოლოგია და, სამწუხაროდ, ამ მოცემულობამდე დაეშვნენ ეს ადამიანები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

✕