საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან

გიორგი შანიძე

ახლად დაფუძნებული საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდებიან. ისინი ამბობენ, რომ მათი ინტერესია მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინება. კონსულტაციების შემდეგ, სწორედ კანონმდებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო დოკუმენტი.