საფრანგეთის საელჩო მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ მუდმივ ძალისხმევას მოდერნიზაციისა და რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მის მრავალწლიან მისწრაფებას NATO-თან სულ უფრო ძლიერი თავსებადობის მიმართულებით - საფრანგეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩო

საქართველოში საფრანგეთის საელჩო თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს.

"საფრანგეთის საელჩო ულოცავს საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირს, რომელიც დღეს მისი 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელიც, 1918 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ჩამოყალიბებული პირველი რეგულარული ძალების მემკვიდრეა, ხოლო, 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ხელახლა დაარსდა, როგორც მაშინ, დღესაც განასახიერებს ქვეყნის ერთგულებას თავისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიმართ.

საფრანგეთის საელჩო მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ მუდმივ ძალისხმევას მოდერნიზაციისა და რეფორმების თვალსაზრისით, ასევე მის მრავალწლიან მისწრაფებას NATO-თან სულ უფრო ძლიერი თავსებადობის მიმართულებით. NATO-თან მჭიდრო თანამშრომლობა და ქართული ძალების ალიანსის სტანდარტებთან თანდათანობითი შესაბამისობა ადასტურებს ქვეყნის სურვილს, გააძლიეროს ურთიერთთავსებადობა და წვლილი შეიტანოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ამ საზეიმო დღეს, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ჩართულობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაში, მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის სამსახურში," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.