ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში
1758706315
საფრანგეთის გუნდი გუშინ EUMMGeorgia-სთან ერთად ოძისის რაიონში, სადემარკაციო ხაზთან გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განასახიერებს ევროპის დიდი ხნის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოების მიმართ.
„დიდი მადლობა გენერალ ბუგანის და მთელ მისიას მასპინძლობისთვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განასახიერებს ევროპის დიდი ხნის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოების მიმართ. ეს ვიზიტი წარმოადგენდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.