საფრანგეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევას გეგმავს - მედია

safrangeti

საფრანგეთი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციის მიწვევას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც ფრანგული რადიოსადგური Europe 1 თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსეთის წარმოდგენილი იქნება ნორმანდიაში ივნისის დასაწყისში დაგეგმილ ცერემონიალზე, თუ მოსკოვი მიიღებს პარიზის მიწვევას.

მედიასაშუალების ცნობით, საფრანგეთი მიწვევის გაგზავნას საფრანგეთში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აპირებს.

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ რუსეთს საფრანგეთისგან საიუბილეო ღონისძიებაზე დასწრების ოფიციალური მიწვევა არ მიუღია.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრო ნორმანდიაში გადასხდომის 70-ე წლისთავის ღონისძიებებს.