15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან.
მისივე თქმით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება.
როგორც ანტონ ობოლაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტით წესრიგდება რისკის შემცველი მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ტერმინოლოგია.
კანონპროექტის თანახმად, გადახდისუუნარობისგან დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციები, 2027 წლის 1 ივნისის ნაცვლად, 2030 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.
მომხსენებლის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ახლებურად განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო პუნქტები.