7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის აქტუალურობა მთლიანად "ქართული ოცნების" დამსახურებაა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" დაწყებული აქვს კამპანია, რომ ეს პოტენციური საფრთხე სხვას გადააბრალონ.
"სრულად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში აქტიურად განიხილება. მიუხედავად ჩვენი აქტიური მცდელობისა, რომ ეს ასე არ მოხდეს, ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს წამოწყებული კამპანია, რომ გადააბრალონ ეს პოტენციური საფრთხე პოლიტიკურ ოპოზიციას," - აცხადებს საბა ბუაძე.