ცნობილია, ვინ არის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანი
1780130466
მელია სააკაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირების მორიგი ეტაპი დაიწყო. "თავის ეგოზე ზრუნვით ორსული" - ასე აღწერს ექსპრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და 9-იანის მოქმედი ლიდერი.
"სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია", - წერს ნიკა მელია და ყოფილ თანაპარტიელს მასზე ეჭვიანობაში ადანაშაულებს.
პარტია "ახალის" დამფუძნებელი არც იმას მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთო ინტერესებისთვის ღალატი უყვარს. მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტზე საუბრისას, მელია ღიად ამბობს, რომ ზურგში დანის ჩარტყმაში სააკაშვილი უკვე გამოცდილი ჰყავს.
"სააკაშვილს, უკვე მრავალი წელია, ჩემ მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს. ადამიანს შიში აიძულებს, იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს. სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე. იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული. ვინც ზურგიდან დანის ჩარტყმაში გამოცდილი მყავს, იმ კაცთან ნურავინ მთხოვს ერთობაში ყოფნას, სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია,"- ნიკა მელია.