ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე
1763405683
პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს. „სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს. რაც შეეხება ინტერვიუს პოდოლიაკთან, რომელიც დღემდეა პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინაში, საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში. ამ დროს, თვითონ პოდოლიაკის განცხადებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას. აქაც ხელის გულზე დევს ყველაფერი, თუ რა სახის კეთილსინდისიერებასთან გვაქვს საქმე, როდესაც საუბრობენ კონკრეტული ადამიანები. როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ ასეთ გზავნილებს“, - განაცხადა პრემიერმა.