დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
„ჩვენ შავ ზღვაში მეზობლები ვართ. ამიტომაც, ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო ვართ, ვინც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ბრიუსელში.
მისი თქმით, სურთ იხილონ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე, რომ ქართველი მოქალაქეების ნება აღსრულდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.
„ჩვენ შავ ზღვაში მეზობლები ვართ. ამიტომაც, ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო ვართ, ვინც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ევროპულ გზაზე, რომ ქართველი მოქალაქეების ნება აღსრულდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებით. მითუმეტეს ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ევროპის უსაფრთხოების სიტუაციის კუთხით, არამედ ენერგიის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურისთვის“, - აღნიშნა მან.