ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ევროპაში მასობრივი პროტესტისა და არეულობის ფონზე თბილისში დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ საუბრობენ ევრობიუროკრატების პოლიტიკურ მიზნებსა და შერჩევით მიდგომებზე, როდესაც ერთსა და იმავე ქმედებას საკუთარ და სხვა ქვეყნებში მკვეთრად განსხვავებულ შეფასებას აძლევენ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, აკაკი ალადაშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი და ძალადობრივი ქმედებები მიმდინარეობდა, დასავლელი ლიდერები, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ამ პროცესებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებად აფასებდნენ.
„როდესაც ჩვენ საქართველოში გვქონდა ძალადობრივი აქციები, პარლამენტზე შტურმი, პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, ცესკოზე შტურმი, პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა, ქალაქის გადაწვის მცდელობა, ამას ისინი აფასებდნენ როგორც დემოკრატიას, როგორც სიტყვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ბატონი მაკრონიც იყო გამოსული, მოგეხსენებათ, და მოგვიწოდებდა, რომ არ გვემოქმედა ასეთი ძალადობრივი აქციების წინააღმდეგ და შეაფასა როგორც დემოკრატია მათი ეს ძალადობრივი აქციები. შესაბამისად, როდესაც მათ უკვე თავიანთ ქალაქებში და ქვეყნებში მიიღეს ძალადობრივი აქციები, უკვე აღარ მოსწონთ ეს, მათთვის ეს მიუღებელია, მათთვის ეს არ შეიძლება, მათთვის ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, დააწესეს კომენდანტის საათი, მოითხოვენ სოციალური ქსელების შეზღუდვას", - აცხადებს აკაკი ალადაშვილი.