რომან კაკულია: უნდა გავარკვიოთ, რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ - ველოდებით ისევ დომინანტობის აღდგენას თუ ველოდებით მსოფლიოს, სადაც საბოლოო ჯამში ძალთა ბალანსი დამყარდება. ჩვენი პოზიციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული

რომან კაკულია

ხელისუფლება ბევრ რამეს ალბათ ვერ იტყვის და არც უნდა თქვას. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ გავარკვიოთ, ჩვენ რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ - ველოდებით ისევ დომინანტობის აღდგენას თუ ველოდებით მსოფლიოს, სადაც საბოლოო ჯამში ძალთა ბალანსი დამყარდება. ჩვენი პოზიციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს შესაძლებლობებზე იმსჯელა. რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა რისკებისა და გამოცდილების გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ინტერესებშია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც უძლიერესი სახელმწიფოა, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს.

„პრემიერ-მინისტრი როდესაც გამოდის, ის ყოველთვის ხაზს უსვამს ხოლმე, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული იქნება იმ რისკების და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ დაგვიგროვდა - თუ სტრატეგიული პარტნიორობა ორივე მხარის ინტერესებს ბოლომდე არ არკვევს, ის შეიძლება, მოულოდნელობებით იყოს აღსავსე. ჩვენ რაც ვისწავლეთ ამ 30 წლის განმავლობაში, არის ის, რომ ურთიერთობა უნდა დავინახოთ არა მხოლოდ დღევანდელი პერსპექტივით, არამედ მისი გრძელვადიანი პერსპექტივა ყველა საფრთხისა და რისკის შეფასებით.

ხელისუფლება ბევრ რამეს ალბათ ვერ იტყვის და არც უნდა თქვას. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ გავარკვიოთ, ჩვენ რომელი მსოფლიოს მოლოდინში მყოფი საქართველო ვართ - ველოდებით ისევ დომინანტობის აღდგენას თუ ველოდებით მსოფლიოს, სადაც საბოლოო ჯამში ძალთა ბალანსი დამყარდება. ჩვენი პოზიციონირება სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრამპმა აირჩია ტაქტიკური სვლები სხვადასხვა სახელმწიფოსთან. ის რა თქმა უნდა, უძლიერესი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს მასთან კარგი ურთიერთობა. ეს უძლიერესი ქვეყანაა უძლიერესი შესაძლებლობებით, მას აქვს ინტერესები ჩვენს რეგიონში. თუ ის [შეერთებული შტატები] თუ ცდილობს, რომ აღიდგინოს დომინანტური პოზიცია და თუ ის გამოწვევები, რაც ადრე გვქონდა, ისევ თავიდან უნდა დაგვიდგეს, იმედია, ამას აღარ გავიმეორებთ და ამის გამოცდილება გვაქვს. ხოლო თუ ის ძალთა ბალანსისკენ მიმავალი ქვეყანაა, მაშინ ეს უფრო მეტ შანსს გვაძლევს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.