რუსეთმა და ჩინეთმა ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადეს
1775580618
პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის „მთელი ცივილიზაციის“ განადგურების მუქარის გამო, ირანმა აშშ-თან პირდაპირი კომუნიკაცია შეწყვიტა, – ამის შესახებ „ვოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი თეირანის უკმაყოფილების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.
ამერიკული გამოცემის თანახმად, პირდაპირი კომუნიკაციის შეწყვეტის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შუამავლებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
ოფიციალური პირების თქმით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა ტრამპის მიერ დადგენილ ვადამდე შეთანხმების მიღწევის მცდელობები, თუმცა მოლაპარაკებები არ დასრულებულა.
თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე გამოცემის თხოვნას არ უპასუხა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება“.