რა ხდება ამ წუთებში ისრაელში - ბოლო ცნობები
1772480517
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის სურვილი, რომ მათი ქვეყნის მსგავსად, საქართველოშიც იყოს ჩახშობილი თავისუფალი სიტყვა.
„როგორც ბრიტანეთში აკონტროლებენ განსხვავებულ აზრს და სოციალურ მედიაში ფაქტების გავრცელების გამო 12 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ პასუხისგებაში მიცემული, აქვთ სურვილი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაიხშოს სხვა ქვეყანაშიც, იმ ქვეყანაში, რომელიც ხმას იმაღლებს დიფ სთეითის მავნე მიზნების წინააღმდეგ“, - აცხადებს გორდულაძე.
„იმედის კვირამ“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის მთავრობის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ დაწესებული სანქციების შესახებ ოფიციალური წერილით მიმართა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თავისუფალ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. მან შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
დიდი ბრიტანეთის თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“.