დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
"ამ ადამიანმა მოიტყუა, ტყუილში ამხილეს და ახლა იმის სიმამაცეც არ ყოფნის, რომ ეს აღიაროს, გულწრფელად მოინანიოს, თქვას, რომ არასწორად იცოდა, რამე არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, შეცდომაში იყო შეყვანილი", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გერმანიის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის, საპასუხოდ განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, კანონი არ დაინდობს იმ ადამიანს, ვინც შეგნებულად აზიანებს სახელმწიფოს რეპუტაციას.
"ამ ადამიანმა მოიტყუა, ტყუილში ამხილეს და ახლა იმის სიმამაცეც არ ყოფნის, რომ ეს აღიაროს, გულწრფელად მოინანიოს, თქვას, რომ არასწორად იცოდა, რამე არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, შეცდომაში იყო შეყვანილი და გააგრძელოს თავის საქმიანობა მანდატის შესაბამისად.
თუკი ვინმე ბრალდებას წამოაყენებს დადოს მტკიცებულება. მტკიცებულება სადაც იყო, ნახეს სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება. არავის და არაფერს კანონი არ ინდობს. სადაც არის მტკიცებულება, ყველა ფაქტზე არის შესაბამისი რეაგირება. იმის იქით, ყველაფერი არის მანიპულაცია. კანონი არ დაინდობს იმ ადამიანს, რომელიც შეგნებულად აზიანებს სახელმწიფოს რეპუტაციას.
ყულევი იყო იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები შეგნებულად, ტყუილის გავრცელებით სახელმწიფო რეპუტაციის დაზიანებას. როდესაც სიყალბეში ამხილეს, ახლა მაინც ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ არასწორი ინფორმაცია იყო, ან გაჩუმდნენ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.