ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
როდესაც საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგა აგენტურულ პარტიებს, ასე ხმა აიმაღლა ევრობიუროკრატიამ და მაქსიმალურად ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის ისტორიაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, აკრძალეს.
„ცალკეული გარე ძალები, ძირითადად, ევრობიუროკრატია, ცდილობს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაერიოს ჩვენს მართლმსაჯულებაში. ითხოვენ, კონსტიტუციური სარჩელის გამოთხოვას. ამით პირდაპირ ახდენენ ზეწოლას, როგორც მოსარჩელეებზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე.
ჩვენ არაერთი შემთხვევა ვიცით დემოკრატიული ევროპის ისტორიაში, როდესაც არაკონსტიტუციური პარტიები, მათი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე, იკრძალებიან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ და ეს დემოკრატიული განვითარების, დემოკრატიული აღმშენებლობის ჩვეულებრივი პროცესია და ასეთადაა მიჩნეული თვითონ ევროპელების მიერ და როდესაც საქმე ეხება საქართველოს, როდესაც პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგა აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან, ასე ხმა აიმაღლეს ევრობიუროკრატიამ და მაქსიმალურად ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩვენს ქვეყანაზე“, - განაცხადა მათიკაშვილმა.