"როდესაც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში, ცხადია, რომ იქ იქნება ძალიან მწვავე ფონი" - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი

ალეკო ელისაშვილის თავდასხმას უმრავლესობის ლიდერზე მამუკა მდინარაძეზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, როდესაც ხელისუფლება რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობს, ცხადია იქ მწვავე ფონს ექნება ადგილი.

"ქართველმა ხალხმა აირჩია ძალიან დიდი ხნის წინ და 30 წლის მანძილზე კიდევ და კიდევ მრავალჯერ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და უთხრა არა ოკუპანტ სახელმწიფო რუსეთს. როდესაც რუსეთის დავალების შესრულებას ცდილობენ ჯერ კიდევ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში, ცხადია, რომ იქ იქნება ძალიან მწვავე ფონი", - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"გირჩში" კი ამბობენ, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დგომა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ უნდა იყოს.

"მიმაჩნია, რომ პარლამენტის ტრიბუნასთან დგომა, ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ უნდა იყოს და ჩვენ სხვა ფორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ გასარჩევად. მე გუშინაც გავემიჯნე ელისაშვილის ამ ქმედებას და გუშინს მერე არაფერი მომხდარა ისეთი, რომ მომწონებოდა," - აცხადებს იაგო ხვიჩია.