მაია ბუწაშვილის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს
1771446436
"როდესაც რაღაც ტიპის საქმეები მჟღავნდება, რომლებიც ეხება ჩვენი გუნდის წევრებს, ლიდერებს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მტკივნეული და დამაზიანებელიც პოლიტიკურად. თუმცა, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ტვირთია და ჩვენ ამას არსად არ გავურბივართ", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება და საგამოძიებო უწყებები ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს პასუხისმგებლობით ეკიდება.
"ძალიან გაგვათამამა, როგორც პროკურატურამ, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა... როგორც კი კონკრეტული საქმე ვლინდება ან რაღაც პროცესი ვითარდება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მაღალ ინტერესს იწვევს, ბრიფინგს მყისიერად ატარებენ და ჩვენ ერთად ვიგებთ ინფორმაციას ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ჭორაობს, რომ არსებობს რაღაც კლანური გარჩევები, აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის... ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება და როდესაც რაღაც ტიპის საქმეები მჟღავნდება, რომლებიც ეხება ჩვენი გუნდის წევრებს, ლიდერებს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მტკივნეული და დამაზიანებელიც პოლიტიკურად. ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ტვირთია და ჩვენ ამას არსად არ გავურბივართ. რომ გავურბოდეთ, როგორც ვიღაც-ვიღაცები გაურბოდნენ, ეს, რა თქმა უნდა, მიჩქმალული იქნებოდა, თუმცა ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ვალდებულები ვართ, ეს ყველაფერი გავამჟღავნოთ," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.