1775661575
რკინიგზის გენერალური დირექტორი: საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას
,,ვიწყებთ ე.წ. „კუკუშკის“ სრულ რეაბილიტაციას. ბორჯომ-ბაკურიანის რეისი დაახლოებით 6 წელია გაჩერებულია. რეაბილიტაციის პროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული უნიკალური სამთო ხაზის ინფრასტრუქტურის განახლებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია როგორც მოძრავი შემადგენლობის, ასევე სადგურებისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაცია, ელექტროგადამცემი და საკონტაქტო ხაზების რეაბილიტაცია“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.
„კუკუშკის“ რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება დღეში ოთხი რეისის შესრულება.
აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონული ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკური აქტივობის ზრდას და ბორჯომ–ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის ფუნქციონირების ახალ ეტაპზე გადაყვანას.









