პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების თაობაზე პროგრესი არ ყოფილა.
იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგი საქართველოსთან, ერთ-ერთი პორველი ნაბიჯი იყოს.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოს საკითხი განიხილეს. ოთახში სანქციებთან დაკავშირებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა. არსებობს ევროკავშირის ინიციატივა, რომ პირველ ეტაპად საქართველოსთან ადამიანის უფლებებზე დიალოგი დაიწყოს. შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველომ უნდა: * შეწყვიტოს აგრესიული რიტორიკა ევროკავშირის მიმართ * შეწყვიტოს ოპოზიციის შევიწროება * გადახედოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) კანონმდებლობას,” - წერს იოზვიაკი X-ზე.
🇪🇺 foreign ministers discussed 🇬🇪 today. no movement on sanctions in the room. there is a 🇪🇺 push to do human rights dialogue with 🇬🇪 as a first step. for anything further 🇬🇪 has to
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) April 21, 2026
- stop aggressive language against 🇪🇺
- stop harassing opposition
- revisit CSO legislation
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051