„ეს ვიტამინი მართლა ატომური ბომბია... ეს ანოტაციაში არ უწერია...“ - ზაზა თელიას გაფრთხილება
1770923683
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების განვითარება ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით დაფინანსება 2012 წელთან შედარებით 20-ჯერ არის გაზრდილი.
ამის შესახებ რევაზ სოხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისი თქმით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 49 ქალაქში ოპერირებს და 950 000 ბენეფიციარს ემსახურება. დღეის მდგომარეობით, 31 ქალაქი უკვე სარგებლობს სტანდარტების შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით, ხოლო 2028 წლისთვის ქვეყნის ყველა ქალაქი სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სოფლებში არსებულ გამოწვევებს დააღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, დაწყებულია ახალი პროგრამა.
„პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სოფელში 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს სტანდარტის შესაბამის, უწყვეტ წყალს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ისაუბრა ხარვეზებზეც და ერთ–ერთ მთავარ დაბრკოლებად არასწორი პროექტირება დაასახელა, რაც, მისი თქმით, სამუშაოების გაჭიანურებას იწვევს. მან ბოდიში მოუხადა იმ დასახლებების მაცხოვრებლებს, მათ შორის ბაკურიანისა და ხაშურის, რომლებიც დაუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტს განიცდიან და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
რევაზ სოხაძის თქმით, დაბა ბაკურიანის პრობლემა წელს მოგვარდება.
სოხაძის განცხადებით, მომდევნო წლებში, პრემიერ-მინისტრის დავალებით, დაგეგმილია ყველა ქალაქისა და 19 ტურისტული ობიექტის წყალარინების სისტემის მოწყობა, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით ოთხი მილიარდი ლარი იქნება.
„ამ მოცულობის ინვესტიციის განხორციელება საბოლოოდ დაასრულებს წყალმომარაგებისა და წყალარინების პრობლემას ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.