დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
1790058321
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა გამართა, - წერს Reuters-ი ორი წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, ზელენსკი და რეტკლიფი ერთმანეთს არაფორმალურად ირლანდიის შანონის აეროპორტში, თვითმფრინავების საწვავით მომარაგების დროს ესაუბრნენ. უცნობია, თუ რა იყო მათი საუბრის თემა.
ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სამიტზე მიემგზავრებოდა.
რეტკლიფი უკრაინელ ლიდერს მოსკოვში ვიზიტიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ის ადგილობრივი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობას შეხვდა. კრემლში განაცხადეს, რომ რეტკლიფს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.
ზუსტად უცნობია თუ რა გზავნილით ჩაფრინდა რეტკლიფი მოსკოვში. Reuters-ის წყაროს ცნობით, მან რუსეთ-უკრაინის ომი განიხილა. Financial Times-ი CIA-ის დირექტორს ამ საკითხზე აშშ-ის ახალ საკვანძო მომლაპარაკებლად მოიხსენიებდა, თუმცა თეთრმა სახლმა ეს უარყო.
გასულ კვირას კრემლმა განაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა ოქტომბერში განახლდეს.