რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახური: სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა

მამუკა მდინარაძე

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძის უწყების - რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში „ქრონიკას“ განუცხადეს, რომ სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა.

„სრული აბსურდია, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ციხეში იმიტომ წავიდა, რომ „სახელმწიფოს და გუნდის ინტერესი არ დაეზიანებინა“. აქვე აღნიშნულია, რომ წერილი, რომელიც ღარიბაშვილმა გუშინ გამოაქვეყნა, მან ივლისში მიიღო და ის მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.