გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში ჩაფრინდა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კარიერას „სევილიაში“ გააგრძელებს

გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ „სევილია“ ოფიციალურად წარადგენს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველზე ინფორმაციას GEO Team-ი ავრცელებს.

ქოჩორაშვილის „სევილიაში“ ტრანსფერს ესპანური გამოცემებიც გამოეხმაურნენ.

„გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიის“ ფეხბურთელია. იგი უკვე ესპანეთშია და კლუბის ოფისში ტრადიციული ფოტოსესიისთვის ემზადება“, – ეს გამოცემა Informe Morrocotudo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

ესპანური ინტერნეტპორტალი Zona Mixta კი ამტკიცებს, რომ ქოჩორაშვილის დებიუტი, შესაძლოა, 22 აგვისტოს „ბილბაოსთან“ მატჩში შედგეს.

„„სევილიამ“ „სპორტინგთან“ კონტრაქტის ყველა დეტალი მოაგვარა და გიორგი ქოჩორაშვილი კლუბის მერვე შენაძენი გახდება. ქართელი ფეხბურთელი უკვე ესპანეთშია. შესაძლოა, მისი დებიუტი „ბილბაოსთან“ მატჩში შედეგს“, –  ამტკიცებს გამოცემა.

ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურის მატჩი „სევილიასა“ და „ბილბაოს“ შორის ბილბაოში 22 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.