რაც უფრო სუსტია ოპოზიციის ფლანგი, მით უფრო მეტია ბრალდებები და შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ, საზოგადოების მიმართ - დავით მათიკაშვილი

 დავით მათიკაშვილი

თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება, დაპირისპირება ოპოზიციას შორის კი, კვლავ მწვავე ფაზაშია.

კენჭისყრაში მონაწილეობის გამო "ლელოს" ლიდერებს, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს, არასასიამოვნო შეფასებების მოსმენა უწევთ.

"ნაციონალური მოძრაობა" და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები "ლელოს" ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე. კოლეგების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, "ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილებას არ ცვლის.

საკითხს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ამ დაპირისპირებით თავის რეალური სახე გამოაჩინა.

"რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიციის ფლანგი, მით უფრო მეტია ბრალდებები, შეურაცხყოფა ერთმანეთის მიმართ, საზოგადოების მიმართ. ეს კარგად აჩვენებს მათ რეალურ სახეს.

რადიკალიზმის ძალიან დიდი მარცხი იქნება ის, რაც მოხდება 4 ოქტომბერს - გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", გაიმარჯვებს საქართველო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.