1792612078
რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში - თორნიკე ფაღავა
პოლიტიკური კარმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის ქვეყნებში გამართულ საპროტესტო აქციებს.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ ახალგაზრდების წაქეზება ევრობიუროკრატიას თავადვე შემოუბრუნდა.
"ეს არის პოლიტიკური კარმა, რომელიც დღეს დაუბრუნდა ევრობიუროკრატიას. დიახ, ბატონებო, 2024 წელს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოატყუეს, მათ შორის ევრობიუროკრატებმა და წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რაც დათესეს საქართველოში, მიიღეს საფრანგეთში", - განაცახდა თორნიკე ფაღავამ.










