წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1769111270
რატომ დაუმალა საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე, - საია-ში პასუხი არ აქვთ. ბრიფინგის შემდეგ, ორგანიზაციამ წერილობითი განცხადებაც გაავრცელა სადაც ამტკიცებს, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება სარჩელში არ მოუთხოვია.
განსხვავებულია ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის კორესპონდენციას ასახავს. საია წერს, რომ მათ 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინეს მოთხოვნა, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებისთვის დროებითი ზომების დაწესებაზე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და არსებობს არაერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომ საჩივრები სტრასბურგში კოორდინირებულად შევიდა და გადაწყვეტილებას ამ საჩივრებზე სწორედ საია იღებდა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის მიტაცებული.
"რატომ არ თქვა ეს საია-მ, ეს საერთოდ არ არის ახლა მნიშვნელოვანი, რადგან დროებითი ღონისძიება არის პროცედურული სასამართლო ბერკეტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სტანდარტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის მიტაცებული და ეს ჩვენ კარგად ვიცით", - აცხადებს სიორიძე.