ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონიჭალაში დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს
1795189623
სწორედ იმიტომ ეფუძნება თანასწორობის პრინციპი ამ იდეას, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური ხმა და ამ ხმას შეუძლია, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მთელ რიგ, ძირითად გადაწყვეტილებაზე, ოღონდ არა ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც ევროკავშირი იღებს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების დროს საერთო კონსენსუსზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მიერ უნგრეთის მაგალითზე თავის დროზე არასწორი დასკვნები იყო გამოტანილი.
„ის, რომ უნგრეთი სხვა ქვეყნების პოზიციას არ იზიარებდა და ჰქონდა თავისი პოზიცია, მას სრული უფლება ჰქონდა, ჰქონოდა ის პოზიცია, რომელსაც უშუალოდ ჩათვლიდა. სწორედ ამიტომ ეფუძნება თანასწორობის პრინციპი ამ იდეას, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური ხმა და ამ ხმას შეუძლია, გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მთელ რიგ, ძირითად გადაწყვეტილებაზე, ოღონდ არა ყველა გადაწყვეტილებაზე, რასაც ევროკავშირი იღებს. როდესაც ამაზე თანხმდებოდნენ, მაშინაც ხომ იყო ის რისკები, რომ ყველას შეიძლება ერთი და იგივე პოზიცია ერთი და იგივე საკითხის მიმართ არ ჰქონოდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, მაშინ კონტროლი ჰქონდათ ასეთი? აკონტროლებდნენ ყველა გადაწყვეტილებას და აპრიორი ცნობილი იყო, ყველა გადაწყვეტილება რაც იქნებოდა. შესაბამისად, ყველა საკითხი არ დამდგარა, ან ნამდვილად ჯანსაღი დემოკრატიული პრინციპებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება და ესეც ბუნებრივი იყო თითოეული მათგანისთვის.
ასე, რომ ორივე შემთხვევაში უნგრეთს სრულად ჰქონდა იმის უფლება, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ის საჭიროდ ჩათვლიდა და პირველ რიგში, საკუთარი ხალხის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ამის გამო, თუ შენ არ მოგწონს გადაწყვეტილება, შეცვალო ის პრინციპები და ღირებულებები, რასაც თავის დროზე თავად ევროკავშირი დაეფუძნა, რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ ყველაფერი საკუთარი ინტერესების ირგვლივ მორგება, უარის თქმა იმ ისტორიასა და გამოცდილებაზე, რაც აქვს ევროკავშირს და თქვა, რომ შენ გაქვს ზრახვები, რომელიც მიმართულია სხვა ქვეყნების დაჩაგვრასა და უთანასწორობის გაჩენაზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.