რატი იონათამიშვილი: საქართველო გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებით აღმოჩნდა სამაგალითო, ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს საქართველოსგან

რატი იონათამიშვილი

არაერთი ქვეყნის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამჭვირვალობის პრინციპთან დაკავშირებით აღმოჩნდა სამაგალითო, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ჩეხეთის ახალი კოალიციური მთავრობის პროგრამას, რომელიც არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

„თითოეული მათგანი თავის დროზე უსამართლოდ ექცეოდა საქართველოს, როდესაც სწორედ ან მიზნებიდან გამომდინარე გვაკრიტიკებდა და ამით ცდილობდა, რომ აქ არეულობა გამოეწვია. საბოლოო ჯამში, დღეს ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა იღებს მაგალითს საქართველოსგან“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სუვერენიტეტის შენარჩუნება და ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნა - ჩეხეთის კოალიციური მთავრობა პროგრამაზე შეთანხმდა.