მარნეულში 14 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა

ავარია მარნეული

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რუსთაველის ქუჩაზე 14 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას „მარნეული ნიუსი“ ავრცელებს.

დაშავებული სკოლის მოსწავლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.