„ამის მოსმენისთვის ღირდა ალბათ ჩემი ცხოვრება!“ – ნინი შერმადინი ნიკა კუბლაშვილს პასუხობს
1762103159
                                                                ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან, ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის.
„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენ გვექნება უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ჩინეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ჩინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, შანჰაის მერთან. ამავდროულად გვექნება შესაძლებლობა, ხელი მოვაწეროთ არაერთ უმნიშვნელოვანეს მემორანდუმს, რომელიც ცალსახად ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადაიყვანს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ისევე როგორც ხალხთაშორის ურთიერთობებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის, მათ შორის ერთ-ერთი მემორანდუმიც ამყარებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მემორანდუმებით, ისევე როგორც იმ შეხვედრებით, რომლებიც ამ ვიზიტის ფარგლებში გვექნება, უახლოეს მომავალში ხელშესახებ შედეგებს ვნახავთ, რაც გააუმჯობესებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვას, გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი მეწარმეები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩინეთში, მომდევნო დღეების განმავლობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, სადაც საქართველო პირველად წარდგება, როგორც საპატიო სტუმარი. მეწარმეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაამყარონ ურთიერთობები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.