„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
მთავარი საკითხი, რაც იცვლება ეს არის მტკიცების ტვირთი. სწორი არის, რომ ვინც ცილს სწამებს, მტკიცების ტვირთიც მასზე იყოს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.
მისი თქმით, ცილისწამება არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს.
„მთავარი საკითხი, რაც იცვლება ეს არის მტკიცების ტვირთი. აქამდე ცილისწამების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ჰქონდა იმ ადამიანს, ვისაც დასწამებდნენ ცილს და აპრიორი მას თავი უნდა ემართლებინა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანურადაც, მორალურადაც, სამართლებრივადაც სწორი არის, რომ ვინც ცილს სწამებს, მტკიცების ტვირთიც მასზე იყოს. ვინაიდან არაფერი არ ვნებს ის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ცილისწამება და ცილისწამება ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური რამ, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცვლილებები შედის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში. პროექტის მიხედვით, ზუსტდება ცილისწამების განმარტება. კანონპროექტის თანახმად, თუ აქამდე მტკიცების ტვირთი იყო ცილისწამების ობიექტზე, ცვლილების შედეგად, მტკიცების ტვირთი გადადის იმ პირზე, ვინც ინფორმაციას გაავრცელებს.