რატი იონათამიშვილი: მათ მორიგ ჯერზე ვერ შეძლეს „მეგობარი აქტის“ გატანა. ნებისმიერი, ვინც ასე უსამართლოდ ცდილობს, რომ მოექცეს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში თავისი მცდელობების შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს

რატი იონათამიშვილი

საქართველოს ანტი მეგობრები კიდევ ერთხელ მწარედ დამარცხდნენ ვაშინგტონში საქართველოსთან, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, „მეგობარი აქტის“ პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს მტრები ყოველ ჯერზე ისევე დამარცხდებიან, როგორც ეს ამჯერად აშშ-ის სენატში მოხდა.

„მათ მორიგ ჯერზე ვერ შეძლეს „მეგობარი აქტის“ გატანა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ერთის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ცდილობენ და ზნეს არ იშლიან, სიმართლე იმარჯვებს. რა თქმა უნდა ჩვენს მხარეს არის სიმართლე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, ვინც ასე უსამართლოდ ცდილობს, რომ მოექცეს ჩვენს ქვეყანას, საბოლოო ჯამში თავისი მცდელობების შედეგებს საკუთარ თავზე იგრძნობს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოპოზიციის პროპაგანდა, რომ დოკუმენტის მიღება აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან ერთად მოხდებოდა - ჩავარდა. სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, თუმცა ე, წ მეგობარი აქტის გარეშე.