"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ლუქსემბურგში ევრო ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდა, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ძალიან დიდი ხანია უნდათ და ეს ნიშნავს იმას, რომ საღი აზრი ევროპულ სტრუქტურებში ჯერ კიდევ ცოცხალია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ევროპულ სტრუქტურებში საღი ზარი შეიძლება დომინანტი არ არის, მაგრამ ზეგავლენას ახდენს იმაზე, რომ უსამართლო გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდეს.
„ეს გადაწყვეტილება სინამდვილეში დააზიანებდა არა იმდენად საქართველოს, რამდენადაც თვითონ ევროპული სტრუქტურების იმიჯს და რეპუტაციას. ვისაც ამ ყველაფერზე გული შესტკივა, ის სამართლიანობის პოზიციას დაიკავებს და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყანას, ვინც სიმართლის და სამართლიანობის მხარეს დადგა და არ აჰყვა ევრო ბიუროკრატების ამ მიზანმიმართულ ანტიქართულ კამპანიას.
ეს არ არის ანტი „ქართული ოცნების“ კამპანია, ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლებსაც ისინი აწარმოებენ. არ მოსწონთ ის, რომ ჩვენ თავისთავადი ერი ვართ და გვსურს თავად გადავწყვიტოთ ყველაფერი ის, რამაც ჩვენს ქვეყანას და თაობებზე უნდა მოახდინოს ზეგავლენა. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ღირსების დაცვით. ღირსება მათთვის უცხო განცდაა და ამ ყველაფერს უპირისპირდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ მნიშვნელოვანი იყო ბუნდესტაგში დასმული სამართლიანი კითხვებიც, რითაც მოხდა კონკრეტული ელჩის მხილება და გაკრიტიკება.
„ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ამ კითხვების დასმას ფიშერის გაწვევა საქართველოდან. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმას, რომ სამართლიანობაზე დაფუძნებული პოზიციები ცოცხალია ევროპულ სტრუქტურებში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, შესაბამისად გარდაუვალია ის, რომ ეს დინამიკა პოზიტიურად შეიცვალოს, გარდაუვალია, რომ ეს ყველაფერი სწორ კალაპოტში არ ჩადგეს.
უსამართლო გადაწყვეტილებები, თავდასხმა კანონის უზენაესობაზე საქართველოში, შედეგს ვერასდროს ვერ გამოიღებს, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა არის ღირსეული და ძლიერი სახელმწიფო, რომელიც დაიცავს ეროვნულ სუვერენიტეტს და ინტერესს“, - დასძინა რატი იონათამიშვილმა.