პროკურატურა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
1769603827
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და კომიტეტის წევრი თორნიკე ფაღავა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესსა და პარლამენტის როლზე იმსჯელეს ეროვნული ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის ეტაპზე.
„განსაკუთრებული ყურადღება პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდგომ პროცესებში, შესაბამისი რეკომენდაციების განხილვას და მათი შესრულების ზედამხედველობას.
როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა ხუთ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, პარლამენტში რეგულარულად არის შესაძლებელი, არსებული საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით, რეკომენდაციების შესრულების მოსმენა და შეფასება.
საპარლამენტთაშორისო კავშირის წარმომადგენლებმა ახალი სახელმძღვანელოს თაობაზე ისაუბრეს, რომელიც პარლამენტებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებაში ეხმარება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საპარლამენტთაშორისო კავშირის მზარდი ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართ. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
გამოითქვა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ამ მიმართულებით, საპარლამენტთაშორისო კავშირისთვის საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებით საინტერესოა. მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელებასა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.