გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ, რადგან, სინამდვილეში, ამით მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი არ დაუშვებს, რომ არასამთავრობოთა დაფინანსება, USAID-ის ნაცვლად, ევროკავშირის ფულით მოხდეს“.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ამ დაფინანსებების შესახებ არაფერი იცის.
„ეს ორგანიზაციები თავს ვალდებულად არ მიიჩნევენ, საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ, რადგან, სინამდვილეში, ამით მათი პოლიტიკური დღის წესრიგი ფინანსდება და არანაირ ადამიანის უფლებების დაცვასთან საერთო არ აქვს. სააკაშვილის პროპაგანდას ვინც ეწევა, ის ადამიანის უფლებების დაცვას მტრობს. ზუსტად ვიცი, ეს ადამიანები და ორგანიზაციები სააკაშვილის მეხოტბეები, დამცველები არიან. ამიტომაც ისინი, სინამდვილეში, საქართველოს, ქართველ ხალხს უპირისპირდებიან, რაშიც გარკვეული ჯგუფები ფულს იხდიან და გარკვეული ჯგუფები ამ ფულს შიგნიდან იღებენ. საზოგადოებისთვის სიმართლე არ იკარგება. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს ორგანიზაციები ყველა ერთად რომ გააერთიანო და რადიკალური ოპოზიციური პარტიები დაუმატო, საბოლოო ჯამში, ათ პროცენტსაც ვერ აიღებენ. ამიტომ ეშინიათ ასე ძალიან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.