ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა მცდელობა, რომელიც ხელისუფლების „ნაცმოძრაობით“ შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

 რატომ ბლაჟევიჩი, რატომ უცხო ტრენერი და გარედან დაწერილი სახელმძღვანელოები - იმიტომ რომ, ადგილობრივი აგენტურა და ის რადიკალები, რომლებიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებდნენ, გარე ძალებს ექვემდებარებიან, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

დეპუტატის თქმით, რადიკალების ტრენერები იცვლებიან, თუმცა არ იცვლება საქართველოსთან დაკავშირებით მათი მიზნები.

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიაზრა, რომ ყველა ეს მცდელობა, რომელიც ხელისუფლების ნაცმოძრაობით შეცვლას უკავშირდება, პირდაპირ მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - აღნიშნა წილოსანმა.