მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
1769104390
ილჰამ ალიევის განცხადებას, აზია-ევროპის დამკავშირებელ ახალ სატრანსპორტო კორიდორთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციაში სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, საქართველოს იზოლირების საფრთხეს ხედავენ.
"ქართულმა ოცნებამ" ყველა ჩვენს მნიშვნელოვან მეგობართან ურთიერთობა გააფუჭა, მათ შორის, ასეთი არის აზერბაიჯანი. იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა აღდგეს და გამოსწორდეს, საქართველო კიდევ უფრო მისაღები და კიდევ უფრო კონკურენტული უნდა გახდეს სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, ტვირთების გამტარიანობის კუთხითაც," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.