„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა

ქართული ოცნება

დღეს, 18:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერი მედიასთან გააკეთებს კომენტარს.