„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური სოფლების - ხეოთის, მუსხისა და ურავლის მოსახლეობას შეხვდა

ვარლამ წიკლაური

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური სოფლების - ხეოთის, მუსხისა და ურავლის მოსახლეობას შეხვდა.

მანამდე, ახალციხის „ქართული ოცნების“ შტაბში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმები შტაბის წარმომადგენლებთან და სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორთან ერთად განიხილა.