შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - ნათქვამია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სულხან თამაზაშვილის განცხადებაში.
მისი თქმით ისტორიული ავტოკეფალიის განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ.
,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.
წელს ეს დღე განსაკუთრებული სევდითაა დამძიმებული - ჩვენ გამოვეთხოვეთ ერის სულიერ წინამძღოლს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
1917 წლის 25 მარტს ქართველმა ერმა დაიბრუნა ისტორიული ავტოკეფალია, ხოლო მისი განმტკიცებისა და გაძლიერების საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა მისმა უწმინდესობამ.
ქართული ეკლესია იყო და რჩება ჩვენი ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ის ერთობა და ღირებულებები, რომლებიც ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა,“ - აღნიშნავს სულხან თამაზაშვილმა.