„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან.
მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიზანიც ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ისე დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მიმდინარეობას.
"ფაქტია, გახმაურდა "ასავალ-დასავალის" მიერ გავრცელებული ტყუილები, რომელსაც მონდომებით ასაჯაროებდნენ და პოპულარიზაციას უწევდნენ. ნათელი გახდა, რომ სერიოზულ დეზინფორმაციაზე გვქონდა საუბარი.
პროკურატურამ, საკითხის მოკვლევიდან გამომდინარე, აღმოაჩინა და სასამართლოზე დაამტკიცებ, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და აღნიშნულ საკითხზე, მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას.
იმ მავნებლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კონკრეტული სამართლებრივი შეფასება აქვს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ უკვე კონკრეტული საქმე წამოიწყო", - განაცხადა ნინო წილოსანმა.